5-12-2019
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. მამა სვიმონ ქავთარაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ.
30 წლის სასულიერო პირი პოლიციას თავად ჩაბარდა. ეს, მას შემდეგ მოხდა, რაც 2 დღის წინ ის და მისი თანმხლები პირი გაჩხრიკეს და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, თუმცა პასუხისმგებლობა მეორე პირმა აიღო და ბერი გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, რა სახის ნარკოტიკზეა საუბარი, ექსპერტიზის შემდეგ დაზუსტდება.