გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"წინასწარ იციან ვინ რა დროს დატოვებს პროექტს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - პაატა თედიაშვილი

5-12-2019

მომღერალი პაატა თედიაშვილი გადაცემის "ცეკვავენ ვარსკვლავები" შიდა სამზარეულოზე ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.

 

მისი თქმით, შოუს მესვეურებმა უკვე იციან ვინ რა დროს დატოვებს პროექტს.

"ამ პროექტით ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო რეპეტიციებთან ერთად და შიდა სამზარეულოს ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა ყველაფერი თავისით გამოდის დღის სინათელზე. ეს შოუა და მესვეურებმა უკვე იციან ვინ რა დროს დატოვებს პროექტს, ეს რომ მცოდნოდა კარგი იქნებოდა.

ვიღაც იგებს, ვიღაც აგებს, ეს კონკურსის წესია და ვიცით ყველამ, ასეთ დროს ჟიური ვერ არის ხოლმე მიუკერძოებელი. როგორც მაყურებელს, ისე ჟიურსაც ჰყავს ფავორიტები და ამის გარშემო მუშაობენ. საქართველოში არც ერთი პროექტი არ არის მიუკერძოებელი" - ამბობს პაატა თედიაშვილი.

- ჟიურის მიმართ გაკეთებულმა თქვენმა კომენტარმა ხომ არ იქონია გავლენა, რომ პროექტი დატოვეთ?

"არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რომ ჟიურის მიმართ ჩემი კომენტარები გახდა პროექტის დატოვების საფუძველი, თუმცა შეიძლება ასეც იყოს. ჟიურიმ რაც იკადრა, იმის პასუხი მიიღო ჩემგან, თუმცა მათ მიმართ ცუდი განწყობა არ მაქვს. ჟიური მხოლოდ მანეკენია პროექტში, რასაც კარნახობენ იმას ამობს. ჩვენ არ ვდგამთ ნახაზებს, არ ვირჩევდით კოსტიუმებს, ყველაფერს თვითონ გვკარნახობდნენ. და კიდევ ჩემი სმს-ების რაოდენობას ვერსად ვხედავდი, ყველაფერი ბრმა და გასაიდუმლოებული იყო. სამი ტურის შემდეგ დღემდე არ ვიცი" - ამბობს თედიაშვილი.

alia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930