5-12-2019
2006 წლიდან მოყოლებული ყოველი საპროტესტო თუ სხვა აქციების დროს მიწევს პოლიტიკოსებისთვის შეხსენება - პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი, ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას,- ამის შესახებ ექპსერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმიანება, რომელიც ძალოვნებს მოუწოდებს არ შეასრულონ ბრძანებები.
,,შევახსენებ საზოგადოებას, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ბიუჯეტის უქონლობის გამო, ძალოვნებს ხელფასებს (აღჭურვილობის და ჩასაცმელის საფასურსაც) ბიძინა ივანიშვილი უხდიდა, ოღონდ არა იმისათვის, რომ ვინმეს მორჩილებაში ყოფილიყვნენ, არამედ შეესრულებინათ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები და, მათ შორის, ხელმძღვანელობის, და არა ხალხის, კანონიერი ბრძანებები. დღეს, ძალოვანი სტრუქტურები, დიახ, ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის მიერ ფინანსდებიან, მაგრამ ასევე იმისათვის, რომ შეასრულონ არა ხალხის ბრძანებები, არამედ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის ხელმძღვანელობის ბრძანებები. 2006 წლიდან მოყოლებული ყოველი საპროტესტო თუ სხვა აქციების დროს მიწევს პოლიტიკოსებისთვის შეხსენება - პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი, ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას”,- წერს ამირან სალუქვაძე.
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2586822571404464&id=100002302390101&sfnsn=mo