გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს

6-12-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ.-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად აიღო 2000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930