გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება

6-12-2019

საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით კონსულტაციები ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც BAG-ის წევრი კომპანიების, შემოსავლების სამსახურის და ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

ელექტროგენერაციის დანაკარგების დაბეგვრის საკითხი საკმაოდ დიდი ხანია მნიშვნელოვანი პრობლემაა ელექტროგენერაციის ობიექტებისთვის, ვინაიდან იმის გამო, რომ აღნიშნული დანაკარგის დადასტურება ვერ ხერხდება შესაბამისი მრიცხველებით, სასადგურე დანაკარგი მიიჩნეოდა დაუდასტურებელ ხარჯად და როგორც წესი, ექვემდებარებოდა დაბეგვრას. 

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო ელექტროგენერაციის ობიექტის მიერ „სემეკში“ პერიოდულად წარდგენილ ანგარიშში ასახული სასადგურე დანაკარგები ჩაითვლება დანაკარგად დაბეგვრის მიზნებისთვისაც.

„ეს საკითხი ბიზნეს სექტორში იწვევდა არაერთგვაროვან მიდგომასა და დამოკიდებულებას, ვინაიდან არ იყო დადგენილი ისეთი პრაქტიკა, რომლითაც იხელმძღვანელებდნენ მხარეები. მოხარულნი ვართ, რომ შემოსავლების სამსახურთან შედგა სწორი კომუნიკაცია, რომელიც ორიენტირებული იყო შედეგებზე, რაც თავის მხრივ, დაეხმარება ელექტროგენერაციის ობიექტებს სტაბილურად წარმართონ საკუთარი ბიზნესი და არ ჰქონდეთ უსამართლობის განცდა დანაკარების დაბეგვრასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930