როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, მასშტაბური შეკრება ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას მიეძღვნება.
„ამ დღის აღსანიშნავად, ჩვენი თანაგუნდელები, თანატოლები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან. ასევე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა საერთაშორისო ასპარესზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლურ ინსტიტუციებში ინტეგრაციას, ამ მიმართულებით ქართველი ხალხის სწრაფვას, საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.