ნიკა გვარამია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურხში იყო დაბარებული გამოკითხვაზე, თუმცა ის იქ არ გამოცხადდა.
ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლე დაესწრება.
როგორც ნიკა გვარამია ამბობს, მისი გამოკითხვაზე დაბარება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს უკავშირდება.
"რამდენადაც განგვიმარტეს, დამიბარეს სტატუსის თემაზე, სადაც უზურპატორის დამხობაზე ვსაუბრობ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში შესვლამდე.