გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კარალეთში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

3-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი (ტყვიავის) რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული ბ.შ. ამხილეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანი სასურსათო მაღაზიის მფლობელის ოჯახს იცნობდა.


მათთან სტუმრობის დროს, მაღაზიის გასაღები სახლიდან მოიპარა, შემდეგ კი ღამის საათებში მალულად შეაღწია. გასაყიდად გამზადებულ პროდუქტს - სიგარეტს, ხილს, ენერგეტიკულ სასმელებსა და ტკბილეულს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა მხილებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული სიგარეტის რამდენიმე კოლოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031