გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: UEFA-ს სტანდარტების სტადიონი ბათუმში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის, არამედ ტურიზმის სტიმულირებისთვისაც

7-12-2019

2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. მოედნის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო.

ამ ეტაპზე, სამუშაოები შიდა და გარე პერიმეტრზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. დასრულდა საფეხბურთო სტადიონის ფასადის და გადახურვის სამუშაოები, ასევე - გახმოვანების სისტემების მონტაჟი, დაიგო მინდვრის საფარი, მიმდინარეოვს სკამების მონტაჟი.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტადიონი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების მასპინძლობასაც შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისა და ქალაქის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ქვეყანაში ტურიზმის სტიმულირებისთვისაც.

„არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სპორტულ ინფრასტრუქტურაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. ეს გახლავთ უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონი, რომელიც მარტში უკვე დასრულდება და ხელს შეუწყობს როგორც რეგიონში ტურიზმის განვითარებას, ასევე სპორტის განვითარებას. მოგეხსენებათ, რომ ბათუმის „დინამო“ ჩათვალეთ, რომ დღეს უკვე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია და დარწმუნებული ვარ რომ თითოეულ ფეხბურთის გულშემატკივარს, ბათუმის, აჭარის რეგიონის დასავლეთ საქართველოს და მთლიანად საქართველოს ექნება საშუალება, თანამედროვე, უაღრესად მაღალტექნოლოგიურ სტადიონზე უგულშემატკივროს და ჩვენს ფეხბურთელებთან ერთად ვიზეიმოთ ის გამარჯვებები, რომელიც ჩვენ გვექნება სპორტში და აუცილებლად გვექნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბათუმის „დინამო“ ვიცე-ჩემპიონია ქვეყნის და მომავალი წლიდან მოუწევს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა გორგი გახარიამ.

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები პრემიერმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031