8-12-2019
,,კანონიერი შრომითი მიგრაცია იძლევა შესაძლებელობას დაცული იყოს ადამიანის ყველა უფლება, მისი ადამიანური, მათ შორის შრომითი და სოციალური უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ პროგრამით დასაქმებული მიიღებს იმ ანაზღაურებას, რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს“,- ამი შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი ნათია კვიციანმა, ტელეკომპანია „იმედისა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის , ბიძინა ივანიშვილის მიერ ცირკულარულ მიგრაციაზე გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ მხარდამჭერი და დამხმარე ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების, რადგან ეს არის ახალი თემა. ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ სწორად გადაიდგას ეს ნაბიჯები. ამიტომ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა ამ მიმართულებით მეტად მნიშვენლოვანია“,-აცხადებს ნათია კვიციანი.
მისი ინფორმაციით, ნებისმიერ ქვეყანში არალეგალურად დასაქმება ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და მიმღები ქვეყანა არ იქნება დაინტერესებული კანონის დამრღვევის დასაქმებით. „თუმცა ეს არის შანსი არალეგალი ჩამოვიდეს საქართველოში, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან წავიდეს და იმუშაოს უცხოეთში კანონიერად, ყოველგვარი მალვის გარეშე. მიიღოს ის ანაზღაურება, რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს. დაცული იყოს მისი შრომითი და სოციალური უფლებები, ქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ჩვენს არალეგალ მიგრანტებს როგორც წესი არაქვთ და ეს ძალიან სერიოზულად მოქმედებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“,-აცახდებს ნათია კვიციანი.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს ქვეყანში დაბრუნების პროგრამები. ნათია კვიციანი იხსენებს საკმაოდ ხანგრძლივი მიგრაციის მაგალითებს საქართველოდან და აღნიშანავს, ჩვენს მოქალაქეები უკან დაბრუნების შემთხვევაში ძალიან ხშირად ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, სწორედ იმის გამო, რომ უცხოეთში არასათანადო შრომის პირობები და სოციალური პაკეტები არ გააჩნიათ.
„კანონიერი შრომითი მიგრაცია იძლევა შესაძლებელობას დაცული იყო ადამიანის ყველა უფლება. მისი ადამიანური, მათ შორის შრომითი და სოციალური უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“,-აცახდებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი ნათია კვიციანი „ბიზნესქრონიკასთან“ ინტერვიუში.