8-12-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მიქელაძის, გელათის, იორის, დუშეთის, არარატის და არმაზის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე წურწუმიას, ირბახის, მარტყოფის, გურჯაანის, ნასაკირალის და აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 15 საათიდან 18 საათამდე აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, აბულაძის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ონიაშვილის, კანდელაკის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 16 საათამდე ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 16 საათამდე ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის და ამაშუკელის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 14 საათამდე კი აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის და რიგის ქუჩების მაცხოვრებლები.