9-12-2019
"თბილისის მეტროპოლიტენის" ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი, რომლის გამოც მატარებლების მოძრაობა მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" დიდუბემდე შეფერხებული იყო, აღმოფხვრილია.
მოძრაობა„შეფერხება მეტროს სადგურ „გურამიშვილზე“ იყო და ამიტომ მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურად, „ვარკეთილიდან“ „დიდუბემდე“ და „დიდუბიდან“ „ვარკეთილამდე“. ეს არ იყო არც ელექტროსისტემის ხარვეზი და არც მატარებლის დაზიანება. საქმე გვქონდა გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზთან. ამ წუთისთვის ეს ხარვეზი აღმოფხვრილია და მოძრაობა სრულად აღდგა" - აღნიშნავენ სატრანსპორტო კომპანიაში.