9-12-2019
შრომის ბაზრის პრიორიტეტებსა და ბაზრის დივერსიფიკაციის საკითხებზე ტელეკომპანია „იმედსა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკას“ ინტერვიუ მისცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ და დასაქმების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბარკალაიამ.
მისი ინფორმაციით, 5 წლის წინ გაცხადდა, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა. ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოს ჩართულობა უმუშევრობის დაძლევაში მნიშვნელოვანია. 2015 წლიდან გადაიდგა პირველი ნაბიჯები აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის მიმართულებით. ჩამოყალიბდა პირველადი, ე.წ. საშუამავლო სერვისები რთულად დასაქმებადი კატეგორიისთვის. იგი მოიცავს მომზადება-გადამზადების მოკლევადიან კურსებს,, კვალიფიკაციის ამაღლებას, ინდივიდუალურ კონსულტაციებს სამუშაოს მაძიებლებისთვის და ა.შ. ასევე შეიქმნა დასაქმების ინლაინ პლატფორმა worknet.
ახალი გამოწვევების შესაბამისად, ნოემბერში გადაწყდა სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს შექმნა, რომელიც საშუამავლო სერვისების გაძლიერებაზეა ორიენტირებული. სააგენტოს ძირითადი მიზანია სამუშაოს მაძიებელთა დაკავშირება დამსაქმებელთან. საჭიროების შემთხვევაში, როცა სამუშაოს მაძიებელს საჭირო კვალიფიკაცია არ აქვს, სააგენტო დაეხმარება ამ კვალიფიკაციის ამაღლებაში.
„ერთის მხრივ არის ვაკანსიები, რომელზეც ცალსახად არის მოთხოვნა და დამსაქმებელს არ ყავს კვალიფიციური კადრი. მერეს მხრივ, არიან უმუშევრები, მაგრამ ისინი ვერ აკმაყოფილებემ დამსაქმებლი მოთხოვნებს. ამ პროცესში ერთვება სახელმწიფო და ცდილობს მაქსიმალურად მოამზადოს კადრები შრომის ბაზრისთვის. ამ მიზნით, განათლების სამინისტროში უკვე მეორე წელია მიმდინარეობს სამუშაოს მაძიებელთა ინტენსიური მომზადება-გადამზადების და პროფკოლეჯების ხარისხის ამაღლება. თუმცა გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა არის საჭირო იმისათვის, რომ პროფესიული სასწავლებლებისკენ მივმართოთ მოსახლეობა. სწორედ ამიტომ შეიქმნა დასაქმების სააგენტო. მისი მიზანია სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირება იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ სააგენტოში მოსახლეობას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია გადამზადების პროგრამების შესახებ, ერთი ფანჯრის პრინციპით ადამინები მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებისა და სხვა სახელმწიფო სერვისების შესახებ“,-აცხადებს თამარ ბარკალაია.
მისივე ინფორმაციით, დასაქმების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიადან ამოქმედდება და სერვისები ხელმისაწვდომი იქნება 15 ტერიტორიულ ერთეულში. მათ შორის 5 თბილისში და 10 რეგიონებში.