9-12-2019
კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები - N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებითი მარშრუტებით სარგებლობდნენ, დადგენილ სქემას დაუბრუნდნენ და ისევ ჩვეული სქემით მოძრაობენ.