9-12-2019
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას ეხებოდა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
,,რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას, ჩვენ გავიარეთ ყველა მოსამართლე ინდივიდუალურად, იურიდიული კომიტეტის წევრებმა წარმოადგინეს გარკვეული ანგარიში მოსმენების შესახებ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე კანდიდატი გამოიკვეთა, რომელიც მხარდაჭერას ვერ მიიღებს, თუმცა უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც დეპუტატები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ისინი გაითვალისწინებენ იმ მსჯელობას, რომელიც დღეს გაიმართა’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.