როგორც Pia.ge - ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი მკვიდრის უკანონო დაკავების ფაქტს. მათი უკანონო დაკავებისთანავე სუს-მა გაააქტიურა "ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად."ცხელი ხაზის" ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი, უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე",- აცხადებენ სუს-ში.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები 7 დეკემბერს დააკავეს.