10-12-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმისIII მიკრორაიონის, მარკო პოლოს, ალექსანდრე მაჭავარიანის, დავით ბატონიშვილის, პეტრიწის, მეფე მირიანის, მიხეილ თამარაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე სააკაძის მოედნის, ზემო ვეძისის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, სოფელი გლდანის, იერუსალიმის მოედნის, გომის, თონეთის, ასკანის, ბეთლემის, ჯვარედინის, ჰოვანეს თუმანიანის, კოტე აფხაზის, ულიანოვის, ჭრებალოს, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ბარისახოს, ვახუშტი ბაგრატიონის, გოძიაშვილის, გაგარინის, გოთუას, ბროწეულის, იასამნის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ივანე(იოანე) მარუშიძის, ლვოვის, მამია ალასანიას, ალმასიანის, ყუშიტაშვილის, უნივერსიტეტის და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის II მიკრორაიონის, ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის დასახლების, პირველი რესპუბლიკის მოედნის, მელაანის, გუჯარეთის, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის, ლადო მესხიშვილის, თეთრი ტბის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, ილია ვეკუას, რამაზ შენგელიას, ალეკო გობრონიძის, ქერჩის, ხიზაბავრის, შეშელიძის დაომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I,II, III, IIIა,IV მიკრორაიონების, სამგორის დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლები.