10-12-2019
საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ციხეში 30 წლის ზუგდიდელი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ნიკა ქირია ციხის თანამშრომლებმა ზეწრით ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც "ნიუპოსტს" ზუგდოდიდან აცნობეს, ქირიას ოჯახს მომხდარი ახალგაზრდა მამაკაცის მეგობრებმა შეატყობინეს, რომლებიც ასევე საფრანგეთში ცხოვრობენ.
ოჯახი ეჭვობს რომ ნიკა ქირია მოკლულია. ისინი საქართველოს ხელისუფლებას ცხედრის გადმოსვენებას და გამოძიების მონიტორინგის თხოვნით მიმართვენ.