გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპანტებმა ახმაჯთან დაკავებული, სამი ადგილობრივი გაათავისუფლეს

10-12-2019

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში” დაუდასტურეს.

ოკუპირებულ ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე გამოუშვეს.

kvira


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930