11-12-2019
სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება -მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტები დღეს, 12:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანს გამართავენ.
აქტივისტების თქმით, პრეზიდენტის განცხადება ქართულ ჯართან დაკავშირებით, მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა.
"ამ გზით ჩვენ მხარს ვუჭერთ დაღუპულ გმირებს, ასევე სხვა ჯარისკაცებსაც, რომლებიც შეურაცხყოფილნი არიან პრეზიდენტის ამ განცხადებით" - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა ქეთა ქობალიამ.