გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სესიაშვილი: ყველას მოვუწოდებ, როცა ჯარისკაცებზე ვსაუბრობთ, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ

11-12-2019

“ჩვენი ჯარისკაცები არიან ჩვენი სიამაყე, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, როცა ჯარისკაცებზე ვსაუბრობთ, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგან ეს ეროვნულ გრძნობებსა და ემოციებს უკავშირდება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდისთვის აუცილებელია ხაზი გაესვას ჯარისკაცებისა და ოფიცრების მნიშვნელობას.

„ქალბატონი პრეზიდენტის განცხადების კონტექსტი შედარებული იყო განათლებასთან თუ კულტურასთან, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მეტი სიფრთხილე გვმართებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა.

პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930