11-12-2019
“ევროპული საქართველოს” ლიდერს გიგი უგულავას და დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატს გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ისინი ამ წუთებში შსს-შუ გამოკითხვაზე იმყოფებიან.
“მე და გიორგი გაბაშვილი მივფრინავდით, შიგნით ვიყავით შესული. მოსაცდელში ვიყავით. უცებ მოვიდა ვიღაც სპორტული აღნაგობის, შავი ეცვა ზევიდან და დაიწყო ჩხუბი. რაც დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა. შემდეგ მოვიდა პოლიცია და ისინი წავიყვანეთ დაკითხვაზეო.
მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დაიდგა იმიტომ რომ ჩაეშალათ ჩვენი ვიზიტი” – განაცხადა გიგი უგულავამ “მთავარ არხთან”.