გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ბილტმორში“ ხვალ საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით რეგიონალური ჯგუფების შეხვედრა გაიმართება

4-03-2018

სასტუმრო „ბილტმორში“ ხვალ საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გახსნის.

ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარე წლის 5, 6 და 7 მარტს გაიმართება სამი რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, სახელმწიფო დელეგაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა), მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).

საგზაო უსაფრთხოების რეგიონალურ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის პანელის სამდივნოს ფარგლებში, ევროკომისიასთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას უწევს მსოფლიო ბანკი.

ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930