11-12-2019
,,გამსახურდიას ფოტო ჩვენი ჩინოვნიკების კაბინეტებში ჩაანაცვლა შევარდნაძის ფოტომ, შევარდნაძის ფოტო ჩაანაცვლა სააკაშვილის ფოტომ. სააკაშვილის ფოტო, რომ გასვენდა კაბინეტებიდან ის არ ჩანაცვლდა არცერთით, ის არ ჩანაცვლდა ბიძინა ივანიშვილის ფოტოთი. ეს არის თვისობრივი სხვაობა “,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის თავდაცვის სამინისტრო და ის იცავს სიმართლეს, ამიტომ ის თავს არ ესხმის, ანუ როცა ის თავს ესხმის, მხოლოდ თავდაცვის მიზნით .
,,ნაციონალური პროპაგანდისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის სიმართლე. ვინაიდან მთავარი ატრიბუტი მათი არის სიცრუე და ძალადობა, შესაბამისად სიმართლე. და მათი მთავარი საფრთხე არის წარმატება, საქართველოს წარმატება. საქართველოს წარმატება, რომელიც ხან გამოიხატება ლაშა ტალახაძე, რომ შტანგას აწევს, ხან გამოიხატება ორპარტიულ მხარდაჭერაში, ხან გამოიხატება კინზინგერის გამოთქმაში, რომ საქართველო იმაზე დიდ ჯვარს ათრევს ცივილიზაციისთვის, ვიდრე მისი წონაა. ეს იქნება ორპარტიული მხარდაჭერა, ეს იქნება ნატოს სწავლება, ეს იქნება ევროინტეგრაცია, ეს იქნება ვიზალიბერალიზაცია. საქართველოს წარმატება პირდაპირპროპორციული არის მათ საფრთხეებთან. "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის თავდაცვის სამინისტრო და ის იცავს სიმართლეს, ამიტომ ის თავს არ ესხმის. ანუ როცა ის თავს ესხმის, მხოლოდ თავდაცვის მიზნით. ეს სამართალშიც ასეა და ყველგან ასეა. იცით რა, სიცრუის მხილება არის აქტივობა, ეს არის აუცილებელი აქტივობა. ეს არის ერთგვარი ინფორმაციის უვნებლობის ინსპექცია. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ინფორმაციას ყველა სხვა პროდუქტთან შედარებით შეუძლია უფრო ტოქსიური იყოს, ვიდრე ვადაგასული კვების პროდუქტი ან სარეცხი საშუალება. მათ აქვთ უფლება ილაპარაკონ ყველაფერი, ჩვენ გვაქვს უფლება და ვალდებულება მოვახდინოთ ექსპერტიზა, დავშალოთ, დექონსტრუქცია მოვახდინოთ და ხალხს ველაპარაკოთ სიმართლე“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.