მისი თქმით, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება.
„ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მომხდარის შემდეგ, ქართულმა ჯარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. როდესაც ტერორისტები ბაგრამის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ, იქ 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი, ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ მხარდამხარ იბრძოდნენ. სამწუხაროდ, 5 დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. მინდა ქართულ ჯარს ჯანმრთელობა და ბევრი გამარჯვება ვუსურვო“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.