გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიუჯეტის თანხების დაუფლების ფაქტზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ

11-12-2019

 სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს (ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი) ი.კ.-ს, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს ზ.ყ.-ს და შ.პ.ს "კუნძულის" დირექტორს ე.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე მუშაობის დროს ი.კ.-მ და ამავე მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა ზ.ყ.-მ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და შ.პ.ს. ,,კუნძულის" დირექტორის ე.ღ.-ს უპირატესობა მიანიჭეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებმა - ი.კ.-მ და ზ.ყ.-მ, ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9102139.71 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222.81 ლარით ნაკლები სამუშაო.

აღნიშნული ქმედებით ი.კ. და ზ.ყ., სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ე.ღ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 359 222.81 ლარის უკანონოდ დაუფლებაში დაეხმარნენ, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ი.კ. და ზ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტით, 25. 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ხოლო ე.ღ.-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930