12-12-2019
რამდენიმე საათის წინ მძიმე შემთხვევა მოხდა თბილისში, დიღმის მასივში. 15 წლის სკოლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოხტა. იგი ჯერ სარეცხის თოკებზე დაეცა, შემდეგ კი მანქანაზე. დაშავებული სასწრაფოდ გადაიყვანეს იაშვილის სახელობის საავადმყოფოში, სადაც ექიმების ძალისხმევით სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მას მრავალი მოტეხილობა აღენიშნება, საჭიროა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია
რეზონანსი