გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ჩვენ არ ვაპირებთ სიის ჩაგდებას

12-12-2019

ჩვენ არ ვაპირებთ სიის ჩაგდებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სიის ჩაგდებაზე გაკეთებული განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” სპეკულაციაა.

“ჩვენ არ ვაპირებთ სიის ჩაგდებას, იმიტომ რომ სიის ჩაგდება პირდაპირ თარგმანში ნიშნავს სასამართლოს გაჩერებას. ეს რომ სპეკულაციურია, რომ სასამართლოს როგორ უტევდნენ ნაცმოძრაობის და მისი მედიის წარმომადგენლები გახსოვთ და გუშინწინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაცია, ტყუილი. თითქოს იჩაგრებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაშინდელი მფლობელები, ყარამანაშვილები, ნაცმოძრაობა და გავრამია აღმოჩნდა ტყუილი. ამას ბეჭედი დაუსვა არა ქართულმა რომელიმე ორგანიზაციამ ან ინსტიტუტმა, არამედ მსოფლიო მართლმსაჯულებაში ყველაზე კომპეტენტურმა და ავტორიტეულმა ორგანომ. ამიტომ სპეკულაციაზე როცა მიდიან და ამბობენ, რომ სია უნდა ჩავარდეს, იმ სასამართლოს გაჩერებას აპირებენ, რომელსაც თურმე მართლა კვალიფიციური გადაწყვეტილება მიუღია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს. კანდიდატთა სია 20 კაციანია, თუმცა, კომიტეტმა რეკომენდაცია მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031