გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაჩი ბერაია: რომან გოცირიძეს ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი

12-12-2019

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის პლენარული დარბაზის შესასვლელთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრ რომან გოცირიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, დაჩი ბერაიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

“რომან გოცირიძეს ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი”.

ამის შესახებ დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომან გოცირიძემ მას უცენზუროდ რამდენჯერმე მიმართა, რაზეც მისი რეაქცია „ბუნებრივი და ადეკვატური იყო”.

„მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა. რომან გოცირიძე მატყუარა და უზრდელი ადამიანია. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია, რასაც ის აკეთებს. ამის შემდეგ შეურაცხყოფა მივიღე მისგან. შემდეგ მივუთითე მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლი კაცი ხარ და წესიერად მოიქეცი-მეთქი. მან არ გაიგონა ეს ნათქვამი და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ჩემი რეაქცია ბუნებრივი და ადეკვატური იყო, თუმცა საზოგადობას მაინც ბოდიში მინდა მოვუხადო. ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი,” – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

თავად ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი მის მიერ, რამდენიმე რის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შემდეგი შინაარსის განცხადება გახდა, რომელიც დაჩი ბერაიას შეეხებოდა.

„ბიძინა ივანიშვილი დიმიტრი ხუნდაძის მკაცრად დასჯას აპირებს თავისი გამოხტომებისათვის. დავნიშნოთ ეს კაცი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ ადგილზე და დაე, ატაროს ეს მძიმე ტვირთიო.

თუ ურჩობისთვის ასეთ სასჯელს აწესებენ, რომ შევაგინო, შეიძლება მთლად ჯანდაცვის მინისტრობა დავირტყაო, გაუფიქრებია დაჩი ბერაიას და გუშინ აეროპორტში ისე ხმამაღლა უგინებია ივანიშვილისათვის, მგზავრები შოკში ჩაუგდია. თანაც სელფით იღებდა ამ გინებას მტკიცებულებისათვის.

უნდა ველოდოთ ადეკვატურ სასჯელს (ახალი სიტყვაა, ადეკვატურის მსგავსი, მაგრამ უფრო მაგარი),” – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031