გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირმა ნადირაშვილი: დროა, ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი

12-12-2019

"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ინციდენტში ბრალი თავად მას დასდო. 

"არჩილ თალაკვაძემ ქიმიური შეტევა მოხდა პარლამენტზეო. მდინარაძემ პირადად მე დამდო ბრალი. მგონია დროა ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი", - აღნიშნა ნადირაშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, ორმა დეპუტატმა ქალმა პარლამენტში პერფორმანსი დადგა. 

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031