გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თალაკვაძე მედიას: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული

12-12-2019

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღეს, ხვალ, მომავალში, გქონდეთ სრული შესაძლებლობა, რომ გააშუქოთ საპარლამენტო პროცესები და თქვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომხდარ ფაქტს, სადაც შესვენების შემდეგ, მანდატურებმა ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზში გაჩერების საშუალება არ მისცეს.

არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ მათთვის მიცემული რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

“როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ისე ჩვენი თანამშრომლები, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ყველაფერს გააკეთებს, რომ დღეს, ხვალ, მომავალში, თქვენ გქონდეთ სრული შესაძლებლობა, რომ გააშუქოთ საპარლამენტო პროცესები.

მაქსიმალურად თქვენი უსაფრთხოება დღესაც იქნება დაცული, მე გთხოვთ, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინოთ, რაც იქნება შესაბამისი სამსახურების მიერ მოცემული თქვენთვის. ვინაიდან არ ვართ სტანდარტულ სიტუაციაში, როგორც კი აღდგება სხდომა და განახლდება საქმიანობა, შესვენების შემდეგ, თქვენ გექნებათ სრული შესაძლებლობა გააშუქოთ პარალამენტის სხდომა, მათ შორის, კენჭისყრის პროცესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930