12-12-2019
პარლამენტის მაჟორირიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა პირობა შეასრულა და ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.
სწორედ ოქრიაშვილი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი წევრი, ვინც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, მაგრამ მელიასთვის მანდატის შეწყვეტას ხმა არ მისცა.
შეგახსენებთ, გუშინ, კახა ოქრიაშვილმა საჯაროდ დადო პირობა, რომ ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერდა.