ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმი გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს.
მას შემდეგ რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას ცხინვალის რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე რჩება ცხინვალის იზოლატორში.
აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე.