გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი საზოგადოებას ხვალ საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს

4-03-2018

სასტუმროში „თბილისი მერიოტი”, ხვალ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი საზოგადოებას კომიტეტის საქმიანობის წლიურ ანგარიშსა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

ღონისძიებაზე განიხილება 2017 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობები როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო საქმიანობის სფეროში, საპარლამენტო დიპლომატისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობა, კომიტეტის ურთიერთობა საზოგადოებასთან და თანამშრომლობა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია კომიტეტის სამომავლო საქმიანობა საკანონმდებლო და საზედამხედველო ეფექტურობის გაზრდისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.

ღონისძიებას გახსნიან ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, და თამარ ხულორდავა - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ კარლო ნატალე - ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, და ნათია ნაცვლიშვილი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოქმედი მოადგილე.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წლიური ანგარიშისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენა ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930