PIA.GE -ს კორესპონდენტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფება.
ადგილზე იმყოფებიან ასევე მმართველი გუნდის ლიდერები და პარტიის წევრები.
როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ღონისძიება "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის მიერ არის ორგანიზებული.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონებიდან, კახეთიდან, გორიდან, სამეგრელოდან და სამცხე ჯავახეთიდან პარტიის მხარდამჭერები შემოუერთდნენ.
პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანია,რასაც ახალგაზრდული მოძრაობა აკეთებს. ყველა ვუერთდებით ამ ღონისძიებას. ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერს, ვისაც სურვილი აქვს რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, ვიწვევთ 14 დეკემებრს",- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.სტრასბურგში ოფიციალურ ცერემონიაზე საფრანგეთმა საქართველოს სიმბოლური გასაღები გადასცა.