14-12-2019
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი 15 დეკემბერს ჩაინიშნა. "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია დიალოგს აგრძელებს და ელოდება, რას იტყვის ხელისუფლება.
"მივდივართ, რომ მოვუსმინოთ "ქართულ ოცნებას", რას როშავენ, მაინტერესებდა რა მოროშა მდინარაძემ, რას გვეტყვიან შეხვედრაზე. ჩვენ როგორც კონსტრუქციული, ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანები მივდივართ და არ ვქმნით პრობლემას არანაირ ფორმატზე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.