მათი მოთხოვნაა ერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს.
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხყოფა მიაყენა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მას მორალური უფლება არ აქვს, თბილისის საკრებულოში დარჩეს.
„კატეგორიულად მოვითხოვთ, თბილისის საკრებულო თავისივე განცხადებით დატოვოს არამზადა საჯარო მოხელემ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.