16-12-2019
წალენჯიხაში - დაახლოებით, 45 წლის ქალი ხევში ჩავარდა. წინასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცურდა. თვითმხილველების თქმით, ქალი ადგილობრივებმა და მაშველებმა ამოიყვანეს.
"გავიგე, რომ ტაძრიდან მომავალს ფეხი დაუცდა და გადავარდა. უკან მოყვებოდნენ ქალები, მათ დაუძახეს ბიჭებს, ჩავიდნენ და ამოიყვანეს. დახმარება გაუწიეს. პოლიციაც მოვიდა და სასწრაფოც,"- აღნიშნა თვითმხილველმა მარიამ სამუშიამ.
დაშავებული წალენჯიხის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტს მხოლოდ გარეგანი დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.