გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის დელეგაციამ პეკინში “აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

16-12-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წარმომადგენლები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ანზორ მარგიანის (დელეგაციის ხელმძღვანელი), საერთაშორისო საკითხებში აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწის ნანა გოგოხიას, ჩინეთის სახალხო რეპუბლიკაში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლის ბექარ მიქაბერიძის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გოგიტა თედორაძის შემადგენლობით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. პეკინში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის საერთაშორისო კომერციის პალატის მიერ ორგანიზებულ “აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში“ “(Listed Companies to Build the B&R International Cooperation Forum).

ქ. პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმში ქართული დელეგაციის მონაწილეობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდება.

ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ჩინეთის საბჭოს თავმჯდომარესთან გაო იანგთან, მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტ არუნ მასინგთან, ჩინეთის საერთაშორისო კომერციულ პალატასთან. შეხვედრების დროს გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930