გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე: ეს ადამიანები წელიწადში 340-ზე მეტი პატიმრის გარდაცვალებას დუმილით ხვდებოდნენ

16-12-2019

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს პატიმრების უფლებების დაცვაზე საუბრის მორალური უფლება არ გააჩნიათ.

„ეს არის ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში დახუჭული თვალებით და დუმილით ხვდებოდნენ ათასობით ადამიანის წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წელიწადში 340-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებას საპატიმროებში ხვდებოდნენ დუმილით,  არასოდეს არცერთი გარდაცვლილი პატიმრის, ნაწამები ადამიანის ბედით არ დაინტერესებულან. დღეს ეს ადამიანები მოდიან და აქ ხმამაღლა საუბრობენ პატიმრების პირობების მონიტორინგზე.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის და პატიმრების მონახულების უფლებას დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს დისკრეციულად. შესაბამისად ეს არის ჩემი უფლებამოსილება მივცე ან არ მივცე დეპუტრატს უფლება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდეს.

იმ პირობებში, როდესაც ამ ადამიანებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს და მეტიც,  მონაწილეობდნენ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, აცხადებდნენ, რომ პარლამენტმა ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს, ეს ადამიანები დღეს ბიუროს სხდომაზე მოვიდნენ და ითხოვდნენ საპარლამენტო პრივილეგიის გამოყენებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, თინა ბოკუჩავამ და სერგო რატიანმა მოითხოვეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად შეუშვან. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930