გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერეკლე კუხიანიძე ბოდიშს იხდის

17-12-2019

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას, დეპუტატის თქმით, „ამას რაღაც პროცესების შემდეგ გადაწყვეტს, ჯერ კი ეს გადაწყვეტილი არ აქვს“. 

„ყველამ ყველას უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ავხსნათ, რატომ მოხდა ეს. მე გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ ემოციებმა ჩემზე მოახდინა ზემოქმედება და მე დავწერე ის, რაც დავწერე. მაგრამ ეს შეცვლილია და ვფიქრობ, ბატონი ვაჟას და მისი ოჯახი არის მომართული პოზიტივზე, მომავალზე. უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ ეს ადამიანი გამოხსნილი იყოს იქიდან და იმაზე, რომ ჩვენ ერთად მოვახერხოთ და ეს მძიმე სიტუაცია ქვეყანაში შევაცალოთ“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ. 

კუხინიაძემ განმარტა, რომ პროვოკაციულად არა ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედება, არამედ მისი ოჯახის განცხადება ჩათვალა, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს ექიმის გამოსახსნელად. ეს კი დეპუტატმა შეტევად შეაფასა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და აქციის მონაწილეები დღეს საკრებულოსთან მოითხოვდნენ, რომ კუხიანიძემ გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ და შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხზე. 

ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელი პოსტი ემოციურ მდგომარეობას დაუკავშირა.

სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობამ რადგან შედეგი არ მოგვცა, საჭიროა აუცილებელად უწყებითაშორისი საბჭოს შექმნა“ - ამის შესახებ ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 13 დეკემბერს, ექიმის პატიმრობაში დატოვების შემდეგ განაცხადა15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930