გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: რაც უფრო მეტ შედეგს ვაღწევთ, პარტნიორები ჩვენგან მით უფრო მეტს ითხოვენ

17-12-2019


საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ის დონე, რომელიც ჩვენ გვაქვს, არასოდეს გვქონია. რაც უფრო მეტ შედეგებს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ და მეტი მოლოდინები აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები და მათგან ყველა სახის კრიტიკას მთავრობა სამუშაო რეჟიმში იღებს.


„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებისგან, მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას სამუშაო რეჟიმში ვიღებთ და აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პოზიცია გვაქვს. არსებობს გარკვეული შეკითხვები, ჩვენ ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ და ეს არის სწორედ, პოზიტიური თანამშრომლობის, პოზიტიური მეგობრობის და პოზიტიური სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი. აქ არანაირი პრობლემა არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


რაც შეეხება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაბამისი პროცედურები პარლამენტში უკვე გავლილია და ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.

„სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი. როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენ ყველას გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ის დონე, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ გვქონია არასოდეს. საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში. ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი დღეა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ პროპორციული არჩევნები ყოფილიყო 2020-ში, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ ყველა სახის დისკუსიისთვის და ამ დისკუსიას გავაგრძელებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930