გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

18-12-2019

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

მარიანა ჩოლოიანი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელთან სასწრაფო დახმარების გამოძახება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, დღის ბოლოს გამართული, ბრიფინგის პარალელურად გახდა საჭირო. ლონდა თოლორაიას თქმით, გამომძიებლის წინააღმდეგ საქმე ჩვენების მიცემის იძულების მუხლით არის აღძრული.

ინსპექტორის სამსახურში გვიანობამდე გაგრძელდა სხვა გამომძიებლების გამოკითხვაც. მათ უწყება კომენტარის გარეშე დატოვეს.

მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930