18-12-2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტი ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ.
“15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები”, – წერს პრეზიდენტი.