გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კიდევ ერთი მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს

18-12-2019

სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს ფაქტს, რომ ლუკა სირაძის დაკითხვაზე გადაყვანის შემდეგ თვითდაზიანება კიდევ ერთმა მოზარდმა მიიყენა.

"ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანებები," - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის დაკითხვაზე გადაყვანის შემდეგ, სკოლის მოსწავლე არასრულწლოვანმა გოგონამ, თვითდაზიანებები მიიყენა.

მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930