გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერეკლე კუხიანიძე ყოფილ თანაგუნდელებზე: მიაჩნიათ, რომ ჩემი საქციელი გუნდს აზარალებს, მათ ნებას პატივს ვცემ

18-12-2019

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. საზღვრიდან გამოეხმაურა.

კუხიანიძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრები მის მეგობრად რჩებიან.

"ისინი ჩემს მეგობრებად რჩებიან. არასოდეს ვიკადრებ იმას, რასაც პარტიიდან წასულები კადრულობენ. როგორც ჩანს ამ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო.  არავის ვადანაშაულებ. მათ მიაჩნიათ, რომ ჩემი საქციელი აზარალებს გუნდს, ეს მათი ნებაა და პატივსვ ვცემ. ვაგრძელებ ცხოვრებას", - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ. 

ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობის რიგებიდან უშვებენ.

"გადავწყვიტეთ, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დავატოვებინოთ. საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობას დავაყენებთ.

საკრებულოს მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ პირადი განცხადება, სხვა იურიდიული მოტივი არ არის. შესაბამისად ჩვენ ამას ვერ ვაიძულებთ, თვითონ თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.

კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორი უწოდა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930