18-12-2019
"სახეზეა ნიშნები, რომ დარღვეული იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა, ადგილი ჰონდა არასრულწლოვნებზე ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას," - ეს განცხადება სახალხო დამცველმა, სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"საეჭვოა დრო და გამოკითხვის ხანგრძლივობაც. გამოკითხვა სავარაუდოდ ღამის საათებში ჩატარდა, რაც არღვევს კანონმდებლობას. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მთელი რიგი გარემოებები იკვეთება, რაც მიანიშნებს, რომ არ იყო ძალადობისაგან თუ ფსიქოლოგიური იძულებისაგან თავისუფალი გარემო.
პოლიციაში გამოკითხვის დროს არასრულწლოვანთა დაპირისპირებაც მოხდა, რაც დამატებით სტრესი იყო," - აცხადებს სახალხო დამცველი.
ნინო ლომჯარიას თქმითვე, პოლიციაში ჩატარებული გამოკითხვის დროს, ლუკა სირაძის გარდა, კანონონის მოთხოვნები სხვა არასრულწლოვანების მიმართაც დაირღვა.
"როდესაც ვსაუბრობ არასრულწლოვანებზე, ვგულისხმობ ლუკასაც და სხვა ბავშვებსაც, რომელთა გამოკითხვაც ჩატარდა პოლიციაში და რომელთა მიმართაც დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები. ვფიქრობ, რომ ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და იძულება ბავშვების და აბსულუტურად საწინააღმდეგო, რასაც ითხოვს კანონმდებლობა. გარდა იმისა, რომ კანონდარღვევას წარმოადგენს, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც მაწუხებს," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.