გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
2018 წლის ოსკარის გამარჯვებულები დასახელდნენ

5-03-2018

ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. 

2018 წლის საუკეთესო ფილმის გილერმო დელ ტოროს "წყლის ფორმა" გახდა. თავად დელ ტორო კი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. 

ნომინაციაში მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი გარი ოლდმანი გახდა, რომელიც ფილმში Darkest Hour მონაწილეობს. 

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი კი ფრენსის მაკდორმანდი გახდა (Three Billboards outside Ebbing, Missouri).

ნომინაციაში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი ელისონ ჯენი გახდა, რომელიც ფილმში I, Tonya მონაწილეობს. 

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი კი სემ როკუელი გახდა, რომელმა Three Billboards outside Ebbing, Missouri-ში მიიღო მონაწილეობა.

ნომინაციაში საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი Blade Runner: 2049-მა გაიმარჯვა, საუკეთესო მონტაჟისთვის კი ოსკარი Dunkirk-მა მიიღო.

საუკეთესო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ჩილელი რეჟისორის "ფანტასტიური ქალი" გახდა.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში Coco-მ გაიმარჯვა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კი Dear Basketball-ი გახდა.

საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად Icarus-ი დასახელდა.საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ოსკარი The Silent Child-მა მიიღო.

ნომინაციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი Heaven Is a Traffic Jam on the 405-მა გაიმარჯვა.




imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930