მათ ბრალი ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონო შესვლასა და ნავთობის უკანონო გადაზიდვაში ედებოდათ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილის ივანე აბაშიძის თქმით, ლიბიის მხარემ დაარღვია როგორც სასჯელის გამოტანის, ისე დაკავებულებისთვის ბრალის დამტკიცებისთვის გათვალისწინებული ვადები.
"ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ ყველანაირი დასაბუთების გარეშე. ასევე მათ გაუვიდათ პატიმრობის ვადა. საჯარიმო სანქცია, რომელიც 1,5 მლნ ლიბიური დინარი იყო ასევე გაანულა საქართველოს მიერ უზრუნველყოფილი ადვოკატის აქტიურმა ქმედებებმა",- აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
ქართველი მეზღვაურები ლიბიაში 2017 წელს დააკავეს.