გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს შენობასთან მდუმარე აქცია დასრულდა

19-12-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მიმდინარე მდუმარე აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“. სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ხვალ მათი პროტესტი კლავ გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდნენ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები. ასევე, აქციაზე მივიდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. მათ შსს-თან მიიტანეს ყვავილები და პლაკატები „სისტემა ყარს“ და „სისტემა დასასჯელია“. 

მდუმარე სოლიდარობის აქცია შსს-თან 19:00 საატზე დაიწყო. 

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული. 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა იმავე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა.საიას ინფორმაციით, მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებსდაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალდებას არ აღიარებს. მისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. 

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930